წყალბურთი
Saturday, January 26, 2013
რეზო ჩომახიძე
36 წლის სპორტსმენს საკმაოდ დიდი კარიერული გზა აქვს გავლილი. სამწუხაროა, რომ მასზე, ვიწრო წრის გარდა, ბევრმა არაფერი იცოდა. რამდენიმე კვირაა, რაც მოსკოვიდან დაბრუნდა. წყალბურთის ასოციაცია Water Polo ძალიან მალე ფედერაციად უნდა გადაკეთდეს. რეზო, ყოფილ თანაგუნდელ წყალბურთელებთან ერთად, სპორტის ამ მდიდარი ტრადიციების მქონე სახეობის განვითარებას უნდა ჩაუდგეს სათავეში.
Water Polo-ს საორგანიზაციო საკითხები მის დაქვემდებარებაშია. ახალგაზრდული ნაკრების სექტორშიც მუშაობს და ახლახან 14-15 წლის ახალგაზრდების გუნდში მწვრთნელი გახდა. ყველაფერი კი მაინც ბავშვობიდან დაიწყო...ურვა ბავშვობაში, სევასტოპოლში, ზღვაზე დასვენების დროს ისწავლა. მაშინ ექვსი წლის იყო. თბილისში დაბრუნებისთანავე საცხოვრებლად წყალტუბოში (მამის სამსახურის გამო) გადავიდა და სკოლაც იქ დაამთავრა. წყალბურთში პირველი წარმატებები ქუთაისის „დინამოში“ ჰქონდა. დედაქალაქში სკოლის დამთავრებისთანავე დაბრუნდა და ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამასობაში რეზო „დინამოს“ უმაღლეს ლიგაში აიყვანეს. იმ პერიოდში ახალგაზრდული ნაკრების წევრიც იყო. 1993 წელს საქართველოს ნაკრები კაიროში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, სადაც მეთერთმეტე ადგილი დაიკავა. სწორედ იქედან მიიწვიეს ფლორენციაში და მისი კარიერის აღმასვლაც დაიწყო.
"ლიგამუსი" საქართველოს 3-გზის ჩემპიონია
თბილისში მდებარე საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკში", წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს თბილისური გუნდები „ლიგამუსი" და „ივერია" ეპაექრებოდნენ. „ლიგამუსმა", რომელსაც წარსულში ცნობილი წყალბურთელი ვლადიმერ ისელიძე წვრთნის, მეტოქეს 12:6 მოუგო და ზედიზედ მესამედ დაეუფლა ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულს.„ივერია", შარშანდელ სეზონთან შედარებით, საქართველოს საუკეთესო გუნდების ჩამონათვალში ერთი საფეხურით დაწინაურდა. რაც შეეხება მე-3 საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს, იგი თბილისის „ზვიგენებია".
როგორც საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირაკლი ბართაიამ „ჯი-ეიჩ-ენ"-ს უთხრა, ჩემპიონსა და პრიზიორებს ივლისის შუა რიცხვებამდე აქვთ ვადა საიმისოდ, რათა გუნდებმა ევროპის საკლუბო ტურნირებისთვის განაცხადი გააკეთონ. ვინაიდან მათში მონაწილეობა არც ისე მცირე თანხებთანაა დაკავშირებული, არაა გამორიცხული საქართველომ ევროტურნირზე ვერცერთი გუნდი ვერ წარადგინოს
მნიშვნელოვანი ტურნირები
წყალბურთში, ისევე როგორც სპორტის ბევრ სხვა სახეობაში უმთავრესი ტურნირია ოლიმპიური თამაშების პროგრამით გათვალისწინებული წყალბურთელთა ტურნირი, რომელსაც ცურვის საერთაშორისო ფედერაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ატარებს. ასევე უმნიშვნელოვანესი ტურნირია მსოფლიოს ჩემპიონატები ვაჟთა და ქალთა შორის. გარდა ამისა ტარდება მსოფლიოს თასი წყალბურთში ვაჟთა და ქალთა შორის. ტარდება აგრეთვე მსოფლიოს ლიგის გათამაშება ვაჟთა და ქალთა შორის. გარდა ამისა კონტინენტალური კონფედერაციები ატარებენ თავიანთი კონტინენტების ჩემპიონატებს როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის. გარდა ამისა ტარდება საკონტინენტო ტურნირები საკლუბო გუნდებს შორის.
საერთაშორისო ფედერაცია
ცურვის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Internationale de Natation — FINA) 1908 წლის 19 ივლისს ლონდონში დაარსდა. დამფუძნებელი ქვეყნები იყვნენ: ბელგია, გერმანია, დანია, ინგლისი, ირლანდია, საფრანგეთი, უელსი, უნგრეთი, ფინეთი და შვედეთი.
ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ლოზანაში. სამუშო ენებია ინგლისური და ფრანგული. ფედერაცია აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და არის საერთაშორისო სპორტული ფედერაციების გენერალური ასოციაციის წევრი.
ფედერაციის პრეზიდენტი 2009 წლიდან არის ურუგვაელი ხუან ცეზარ მაგნიოლე.
ამჟამად ფედერაცია აერთიანებს 201 ქვეყანას.
ფედერაციის უმაღლესი ორგანოა კონგრესი, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იკრიბება. კონგრესებს შორის მმართველი ორგანოა ბიურო, რომლის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი, 4 ვიცე-პრეზიდენტი, საპატიო მდივანი, ხაზინადარი და 7 არჩეული წევრი. ბიუროს წევრები ირჩევიან კონგრესზე 4 წლის ვადით. გარდა ბიუროსა, ფედერაციაში შექმნილია ცურვის, წყალში ხტომის, წყალქვეშ ცურვის, სინქრონული ცურვის და წყალბურთის (შეიქმნა 1926 წელს) კომიტეტები, რომლებიც ხელმძღვანელობენ სპორტის თავის სახეობებს.
შექმნილია სამედიცინო კომიტეტიც. კომიტეტები შედგება 12 არჩეული წევრისაგან და მათაც ირჩევენ 4 წლის ვადით.
ფედერაციის უმთავრესი ტურნირებია მსოფლიოს ჩემპიონატები ცურვაში, წყალში ხტომაში, წყალქვეშა ცურვაში, სინქრონულ ცურვაში და მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის, მსოფლიოს თასი ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის და მსოფლიოს ლიგა ვაჟთა და ქალთა შორის.
მოედანი,ბურთი,წესები

წყალბურთს თამაშობენ 50-მეტრიან აუზში. უშუალოდ სათამაშო მოედნის ზომებია 20X30 მ, წყლის სიღრმე არა ნაკლებ 2 მეტრი. მოედანი დაყოფილია რამდენიმე წარმოსახვითი ხაზით: 15 მეტრიანი ცენტრალური, 7 მეტრიანი, 4 მეტრიანი და 2 მეტრიანი ხაზებით. კარის ზომებია 3X0,9 მ. თამაშობენ სპეციალური წყალგაუმტარი მასალისაგან დამზადებული ბურთით, რომლის გარშემოწერილობაა 6-71 სმ, წონა - 400-450 გრ. თამაშობენ ოთხ რვა წუთიან პერიოდს (სუფთა დრო). შესვენებები 2 წუთი (მეორე შესვენება - 5 წუთი). თამაშს იწყებს ის გუნდი, რომლის მოთამაშე პირველი მივა ცენტრში დადებულ ბურთთან. შეტევისათვის (ანუ ბურთის კარში სატყორცნელად) გუნდს ეძლევა 30 წამი. მისი გასვლის შემდეგ ბურთი მეტოქეს გადაეცემა. აკრძლულია ბურთზე ორი ხელით შეხება (მეკარის გარდა), აუზის ფსკერზე დგომა, ბურთის წყალში ჩაძირვა, უბურთო მეტოქეზე თავდასხმა, მეტოქისათვის ხელის ან ფეხის კვრა, მეტოქის დაძირვა. პენალტი ინიშნება თუ წესების დარღვევა მოხდა 5 მეტრიან ზონაში. წესების დარღვევისათვის მოთმაშე შეიძლება გაძევებულ იქნას აუზიდან 20 წამით (გატანილ გოლამდე ან ბურთის დაკარგვამდე). სამჯერ გაძევებული მოთამაშე ტოვებს აუზს შეცვლის უფლებით. გუნდში 7 მოთამაშეა (ერთი მეკარე). შეცვლათა რაოდენობა შეზღუდული არა არის. გუნდებს განსასხვავებლად ახურავთ თეთრი და ცისფერი ქუდები. მეკარეთ ქუდის ფერი წითელია. მატჩს ერთდროულად ემსახურება 5-7 მსაჯი.
წყალბურთის ისტორია
წყალბურთის ისტორია
1869 წელს ინგლისის ქალაქ ბორნმუთის ნიჩბოსანთა კლუბის წევრებმა ვარჯისისას მოიგონეს თამაში, რომელსაც დღეს მსოფლიო წყალბურთის (Water - წყალი, polo - სპორტის სახეობა) სახელით ვიცნობთ. მალე ამ თამაშმა ლონდონამდე ჩააღწია და იკვე 1870 წელს პირველი მარტივი წესებიც შეიქმნა. 1874 წელს ლონდონში პირველი ოფიციალური მატჩი მოეწყო. 1984 წელს კი პირველი ჩემპიონტიც ჩატარდა. პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1890 წელს შედგა ინგლისელ და შოტლანდიელ წყალბურთელებს შორის (მატჩი შოტლანდიელებმა მოიგეს ანგარიშით 4-0). 1892 წელს ინგლისური და შოტლანდიური წესების შერწყმით ლივერპულში გაფორმდა ახალი ოფიციალური წესები. შოტლანდიელებმა შეცვალეს ბურთიც (მანამდე ფეხბურთის ბურთით თამაშობდნენ) და უფრო მოხერხებული ბურთით დაიწყეს თამაში. XIX საუკუნის ბოლოს წყალბურთი ევროპაში და ამერიკაშიც გავრცელდა (უნგრეთი, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია,აშშ). პირველი ამერიკული კლუბი 1888 წელს შეიქმნა ქალაქ ბოსტონში. უკვე 1900 წელს წყალბურთი პარიზის ზაფხულის II ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შეიტანეს. ამერიკელებს თამაშის საკუთარი წესები ქონდათ, რის გამოც ევროპული გუნდები მათთან თამაშზე უარს ამბობდნენ. ამიტომ 1911 წელს ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ თავის წევრ ქვეყნებს ინგლისური წესებით თამაში მოსთხოვა. ამან წყალბურთი კიდევ უფრო პოპულარული გახადა და მის გავრცელებასაც შეუწყო ხელი. 1926 წელს ცურვის საერთაშორისო ფედერაციაში შეიქმნა წყალბურთის კომისია, რომელსაც დაევალა კიდეც მსოფლიოში წყალბურთის განვრცობა და განვითრება.
Subscribe to:
Comments (Atom)



