Saturday, January 26, 2013

წყალბურთის ისტორია


                                                          წყალბურთის ისტორია
1869 წელს ინგლისის ქალაქ ბორნმუთის ნიჩბოსანთა კლუბის წევრებმა ვარჯისისას მოიგონეს თამაში, რომელსაც დღეს მსოფლიო წყალბურთის (Water - წყალი, polo - სპორტის სახეობა) სახელით ვიცნობთ. მალე ამ თამაშმა ლონდონამდე ჩააღწია და იკვე 1870 წელს პირველი მარტივი წესებიც შეიქმნა. 1874 წელს ლონდონში პირველი ოფიციალური მატჩი მოეწყო. 1984 წელს კი პირველი ჩემპიონტიც ჩატარდა. პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1890 წელს შედგა ინგლისელ და შოტლანდიელ წყალბურთელებს შორის (მატჩი შოტლანდიელებმა მოიგეს ანგარიშით 4-0). 1892 წელს ინგლისური და შოტლანდიური წესების შერწყმით ლივერპულში გაფორმდა ახალი ოფიციალური წესები. შოტლანდიელებმა შეცვალეს ბურთიც (მანამდე ფეხბურთის ბურთით თამაშობდნენ) და უფრო მოხერხებული ბურთით დაიწყეს თამაში. XIX საუკუნის ბოლოს წყალბურთი ევროპაში და ამერიკაშიც გავრცელდა (უნგრეთი, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია,აშშ). პირველი ამერიკული კლუბი 1888 წელს შეიქმნა ქალაქ ბოსტონში. უკვე 1900 წელს წყალბურთი პარიზის ზაფხულის II ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შეიტანეს. ამერიკელებს თამაშის საკუთარი წესები ქონდათ, რის გამოც ევროპული გუნდები მათთან თამაშზე უარს ამბობდნენ. ამიტომ 1911 წელს ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ თავის წევრ ქვეყნებს ინგლისური წესებით თამაში მოსთხოვა. ამან წყალბურთი კიდევ უფრო პოპულარული გახადა და მის გავრცელებასაც შეუწყო ხელი. 1926 წელს ცურვის საერთაშორისო ფედერაციაში შეიქმნა წყალბურთის კომისია, რომელსაც დაევალა კიდეც მსოფლიოში წყალბურთის განვრცობა და განვითრება.

No comments:

Post a Comment