Saturday, January 26, 2013

რეზო ჩომახიძე



36 წლის სპორტსმენს საკმაოდ დიდი კარიერული გზა აქვს გავლილი. სამწუხაროა, რომ მასზე, ვიწრო წრის გარდა, ბევრმა არაფერი იცოდა. რამდენიმე კვირაა, რაც მოსკოვიდან დაბრუნდა. წყალბურთის ასოციაცია Water Polo ძალიან მალე ფედერაციად უნდა გადაკეთდეს. რეზო, ყოფილ თანაგუნდელ წყალბურთელებთან ერთად, სპორტის ამ მდიდარი ტრადიციების მქონე სახეობის განვითარებას უნდა ჩაუდგეს სათავეში.
Water Polo-ს საორგანიზაციო საკითხები მის დაქვემდებარებაშია.  ახალგაზრდული ნაკრების სექტორშიც მუშაობს და ახლახან 14-15 წლის ახალგაზრდების გუნდში მწვრთნელი გახდა. ყველაფერი კი მაინც ბავშვობიდან დაიწყო...ურვა ბავშვობაში, სევასტოპოლში, ზღვაზე დასვენების დროს ისწავლა. მაშინ ექვსი წლის იყო. თბილისში დაბრუნებისთანავე საცხოვრებლად წყალტუბოში (მამის სამსახურის გამო) გადავიდა და სკოლაც იქ დაამთავრა. წყალბურთში პირველი წარმატებები ქუთაისის „დინამოში“ ჰქონდა. დედაქალაქში სკოლის დამთავრებისთანავე დაბრუნდა და ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამასობაში რეზო „დინამოს“ უმაღლეს ლიგაში აიყვანეს. იმ პერიოდში ახალგაზრდული ნაკრების წევრიც იყო. 1993 წელს საქართველოს ნაკრები კაიროში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, სადაც მეთერთმეტე ადგილი დაიკავა. სწორედ იქედან მიიწვიეს ფლორენციაში და მისი კარიერის აღმასვლაც დაიწყო.


No comments:

Post a Comment