Saturday, January 26, 2013

"ლიგამუსი" საქართველოს 3-გზის ჩემპიონია


თბილისში მდებარე საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკში", წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს თბილისური გუნდები „ლიგამუსი" და „ივერია" ეპაექრებოდნენ. „ლიგამუსმა", რომელსაც წარსულში ცნობილი წყალბურთელი ვლადიმერ ისელიძე წვრთნის, მეტოქეს 12:6 მოუგო და ზედიზედ მესამედ დაეუფლა ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულს.
„ივერია", შარშანდელ სეზონთან შედარებით, საქართველოს საუკეთესო გუნდების ჩამონათვალში ერთი საფეხურით დაწინაურდა. რაც შეეხება მე-3 საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს, იგი თბილისის „ზვიგენებია".
როგორც საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირაკლი ბართაიამ „ჯი-ეიჩ-ენ"-ს უთხრა, ჩემპიონსა და პრიზიორებს ივლისის შუა რიცხვებამდე აქვთ ვადა საიმისოდ, რათა გუნდებმა ევროპის საკლუბო ტურნირებისთვის განაცხადი გააკეთონ. ვინაიდან მათში მონაწილეობა არც ისე მცირე თანხებთანაა დაკავშირებული, არაა გამორიცხული საქართველომ ევროტურნირზე ვერცერთი გუნდი ვერ წარადგინოს

No comments:

Post a Comment